Home » ბიბლია by Anonymous
ბიბლია Anonymous

ბიბლია

Anonymous

Published
ISBN :
Kindle Edition
1200 pages
Enter the sum

 About the Book 

ყველაზე უსამართლოდ პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი წიგნი მსოფლიოში. მიუხედავად ამისა წიგნი რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიო ისტორიაზე, ფილოსოფიაზე და აზროვნებაზე.(საქმე იმაშია რომ თითქმის არავინ კითხულობს, მას სახელი და რამდენიმე საკვანძო იდეა ყიდის)ძველი აღთქმის წაკითხვა განსაკუთრებული ტანჯვაა, თუმცა თავიდან ცოტა დინამიურია, შემდეგ ღმერთის გაუთავებელი ეჭვიანობა და მისი რჩეული ერის გაუთავებელი გადაცდომები და დასჯები მკითხველის ენთუზიაზმს კლავს. სახელების, შთამომავლობების და მემკვიდრეების უსასრულო ჩამონათვალი ბევრჯერ გადაგადებინებს წიგნს. რათქმაუნდა ეს უსიამოვნო მომენტები მოსალოდნელია ასეთი ტიპის ლიტერატურაში, ბიბლია მწერალს არ დაუწერია, მკითხველის თავშესაქცევად. ის უამრავი სხვადასხვა დროს დაწერილი უძველესი წერილების და წიგნების კრებულია რომელსაც ავტორები საკუთარი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შესაქმნელად წერდნენ. თუმცა მიუხედავად ამისა წიგნის ავ-კარგიანობის შესაფასებლად ძალიან მნიშვნელოვანიაის თუ რამდენად კარგად ან ძნელად იკითხება.ამ მხრივ ძველი აღთქმა კატასტროფაა.(თანამედროვე ქართულით)ძველი აღთქმის ვრცელ განხილვას არ დავიწყებ, მხოლოდ რამდენიმე სიტყვით აღვნიშნავ რომ ეს არის ისტორია პატარა სამყაროზე სადაც ყოვლისშემძლე ღმერთი იაჰვე, მხოლოდ 1-2 კაცის და შემდეგ ერთი ერის ღმერთია, გამუდმებით უწესებს თავის ხალხს სულელურ კანონებს,უმოწყალოდ ახოცინებს სხვა ხალხებს, ხანდახან თავის ხალხსაც უმოწყალოდ უსწორდება, კლავს ან აკვლევინებს ვინც არ მოეწონება, (მაგალითად კაცი რომელიც შაბათს შეშას აგროვებს, ბავშვებს აგლეჯინებს დათვებს,ფარაონს თავადვე უსასტიკებს გულს და მერე სიამოვნებით ხოცავს მის ხალხს რათა ისრაელიანებმა შვილიშვილებთან იტრაბახონ როგორი სასწაულები მოახდიან იაჰვემ და ა.შ)მოკლედ ძველი აღთქმისგან მორალის გაკვეთილი თუ გინდათ, კარგს ვერაფერს გაიგებთ ეს არის არქაული ეპოქის მორალი სადაც ღმერთიც ისე აზროვნებს როგორც ხალხი ბრინჯაოს ხანაში.ძველი აღთქმის გაკვეთილი მხოლოდ ისაა რომ უნდა გეშინოდეს და დაემორჩილო ეჭვიან ძლიერ, მრისხანე ღმერთს.იყავი მისი მონა! აქე და ადიდე რაც არ უნდა გაგიკიეთოს თუნდაც საკუთარი შვილის შეწირვა უნდა შეგეძლოს მისთვის.ახალი აღთქმა ბევრად უკეთესია ძველზე. მართალია ერთიდაიგივე ამბავი რამდენჯერმე მეორდება მაგრამ ძველ აღთქმაზე უფრო დინამიურია, შეიმჩნევა მორალური პროგრესიც.ძველი აღთქმა მკვეთრად ნაციონალისტურია, მიკვირს მთელი მსოფლიოს ხალხი რას ხედავს თავისას ამ ღმერთში, ის ებრაელების ღმერთია, მათ უდებს აღთქმებს. მათ ეხმარება ბრძოლებში, მათ უჯავრდება და სხვა ყველა ფეხებზე კიდია. ახალ აღთქმაში ეს ტრადიცია იცვლება. აქ უკვე იუდაიზმის საფუძველზე ახალი ინტერნაციონალური რელიგია შენდება.ახალი აღთქმის პროგრესის მიუხედავად ქრისტეს გაუთავებელი იგავებიც მოსაბეზრებელია. მისი გამოხტომები. ლეღვის ხის დაწყევლა, მოწოდებები ოჯახის მიტოვებაზე, ილუზიონისტური ხრიკები, წყალზე სიარული, მეწამეობრივობა, მკვდრეთით აღდგომა, და ა.შ.მოკლედ ჩემი აზრით ქრისტიანობა და იუდაიზმი არ არის მიმზიდველი და ლამაზი მითოლოგია. ეს წიგნი კი უამრავი (წესით) არასაჭირო ინფორმაციითაა სავსე.ამ მითოლოგიის შესახებ ცოდნის საჭიროება მხოლოდ იმიტომ დგას რომ მან დღევანდელი ცივიზლიზაციის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა და სამწუხაროდ მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ სჯერა რომ ამ არქაულ მითებში ჭეშმარიტება იმალება.